ჩვენი ისტორია
Moon Story თქვენ გაცნობთ სამყაროს, სადაც სურნელოვანი საკმეველი არა მხოლოდ ჯადოსნური ინსტრუმენტია, ფესვგადგმული ტრადიციებსა და რიტუალებში, არამედ უნიკალური პროდუქტია, რომელსაც თქვენი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება შეუძლია.

Moon Story-ში ყველა იპოვის საკუთარი თავისთვის რაღაც ისეთს - იქნება ეს სიმშვიდისა და ჰარმონიის მოპოვება ბალახოვანი საკმევლის კმევით, სახლის ატმოსფეროს გაჯერება სურნელოვანი საკმევლის ახალი არომატებით, თუ ეკოლოგიურად სუფთა ცხოვრებისკენ სწრაფვა.

ჩვენ ვაფასებთ ტრადიციებს
Moon Story-ის თითოეული სურნელოვანი ჩხირი დამზადებულია სიყვარულითა და ზრუნვით ოსტატების მიერ მათ პატარა სახელოსნოებში. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ მნიშვნელოვანია არა მარტო ინგრედიენტების სისუფთავე, არამედ სულიერი მდგომარეობაც, რომლის დროსაც იქმნება სურნელოვანი საკმეველი.


ბუნებასთან კავშირი
Moon Story-ში წარმოდგენილი ყველა პროდუქტი დამზადებულია საუკეთესო ბუნებრივი ეთერზეთებისა და ხის ფისის გამოყენებით. ნატურალური საკმეველი ავსებს ჰაერს ბუნებრივი არომატით და აბსოლუტურად უსაფრთხოა თქვენი ჯანმრთელობისთვის.

ეკოლოგიურად სუფთა არჩევანი
პროცესის ყველა ეტაპი: სურნელების შექმნა, შერევა, მზა ჩხირის გადახვევა და შეფუთვაც კი, ხელით ხდება. სახელოსნოების უმეტესობა გულმოდგინედ ზრუნავს ეკოსისტემაზე და დიდ რესურს დებს „მოხმარება/დაზოგვის“ ბალანსის შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, საკმეველი არის ქიმიური დიფუზორის და ჰაერის არომატული სპრეის შესანიშნავი ალტერნატივა. ის ეხმარება შეამციროს ნეგატიური გავლენა ეკოლოგიაზე და ხელს უწყობს გარემოს შენარჩუნებას.


ყოველდღიურობის მაგია
ცხოვრების თითოეული მომენტი იმსახურებს იყოს აღსავსე განსაკუთრებული აზრით. საკმევლის კმევას ყოველდღიურობაში შეაქვს პატარა რიტუალი, რომელსაც მოაქვს სიხარული და სიმშვიდე. ასეთი ცვლილებები რადიკალურად აუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს, მის გემოს და ამდიდრებენ მას.

ჩვენი პროდუქცია შექმნილია იმისათვის, რომ შეავსოს ნებისმიერი სივრცე სიმყუდროვით, კომფორტით, სასიამოვნო არომატით და კეთილგანწყობით. დაე, სურნელოვანი საკმეველი გახდეს თქვენი თანამგზავრი ამ გზაზე.

Moon Story-ის სურნელოვან საკმეველს აქვს არსებობის საოცარი ისტორია. გაეცანით მას უფრო დეტალურად.
Osako
79 წლის საკმევლის ოსტატს ქალაქ საკაია, ოსაკადან, უკავია უნიკალური ადგილი იაპონური საკმევლის შექმნის ხელოვნების ისტორიაში.
CHAPTER 2
KARNATAKA
ინდოეთის რეგიონ კარნატაკაში არსებობს მცირე საოჯახო ბიზნესი, რომელიც უკვე 140 წელზე მეტია გადაეცემა თაობიდან თაობას.
CHAPTER 1
FUKUOKA
დღესდღეობით ბაბას წყლის წისქვილი არის ბოლო კუნძული რეგიონში, სადაც კედრის ფხვნილი ტრადიციულად იწარმოება.
CHAPTER 3
Made on
Tilda